weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

რა თანხა გამოიმუშავა წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა

10:31 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოდროინდელი წარმატებული გამოსვლის წყალობით მსოფლიო რეიტინგში მდგომარეობა გვარიანად გაიუმჯობესა და ამ მომენტისთვის მისთვის რეკორდულ 23-ე ადგილზეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 წლის ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი წელი აქვს.

წელს გამომუშავებული საპრიზო თანხების რაოდენობით ბასილაშვილი მხოლოდ 11 ჩოგბურთელს ჩამორჩება. ქართველმა ჩოგბურთელმა მთლიანობაში $1 960 000 გამოიმუშავა.

ამ მაჩვენებლით იგი ნოვაკ ჯოკოვიჩს ($9.36 მილიონი), რაფაელ ნადალს ($8.66 მილიონი), როჯერ ფედერერს ($5.93 მილიონი), ხუან მარტინ დელ პოტროს ($5.87 მილიონი), ალექსანდრ ზვერევს ($4.71 მილიონი), მარინ ჩილიჩს ($4.14 მილიონი), დომინიკ ტიმს ($3.8 მილიონი), კევინ ანდერსონს ($3.57 მილიონი), ჯონ ისნერს ($3.39 მილიონი), კეი ნიშიკორისა ($2.84 მილიონი) და ბორნა ჩორიჩს ($1.97) ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაი მასტერსის ალექსანდრ ზვერევთან ორ სეტში, 5:7, 4:6 დამარცხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]