weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას ახალი მწვრთნელი ჰყავთ

11:21 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

ბელგიურ საფეხბურთო კლუბ „გენტს“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრები - გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

48 წლის დანიელ სპეციალისტი იეს თორუპი „ბუფალოებს“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

აქამდე „გენტს“ ბელგიელი მწვრთნელი, ახლო წარსულში ბელგიის ნაკრების წევრი ივ ვანდერჰაგე წვრთნიდა, რომელიც წარუმატებელი ასპარეზობის გამო ორი დღის წინ კლუბიდან დაითხოვეს.

„გენტი“ ბელგიის 16-გუნდიან ჩემპიონატში 10 ტურის თავზე მე-7 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება თორუპს, აქამდე იგი სამშობლოში, კერძოდ კი დანიის ახალგაზრდულ ნაკრებებში, „ესბიერგსა“ (2011-2013) და „მიდტიულანდში“ (2015-2018) მუშაობდა და ყველაზე დიდ წარმატებას გასულ სეზონში მიაღწია, როდესაც „მიდტიულანდი“ დანიის ჩემპიონი გახადა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]