weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურშია

11:40 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

უკრაინული პრემიერ ლიგის პირველი წრის სიმბოლურ თერთმეტეულში დონეცკის „შახტარის“ 25 წლის ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა მოხვდა.

გათამაშების პირველი წრის (საწყისი 11) სიმბოლური გუნდი უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა (upl.ua) გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 11-დან 8 მოთამაშე „შახტარის“ ღირსებას იცავს, ერთი კიევის „დინამოდანაა“, ორი კი - „მარიუპოლიდან“.

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე პრემიერ ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.

ამ მომენტისთვის „შახტარს“ 28 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს, მისი უახლოესი მდევარი კიევის „დინამოა“, რომელიც ორი ქულით ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინის პრემიერ ლიგა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეიტინგში მე-8 ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]