ანდორელთა გვარების ამოკითხვა ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა სათქმელია ის, რომ ჯუჯა ქვეყნის ნაკრებს ერთწლიანი პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მარკ პუჟოლი - 36 წლის ნახევარმცველი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს და 80 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „ჯვაროსანთა“ წინააღმდეგ ითამაშებს ანდორის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი (11 გოლი) და გუნდის კაპიტანი, 38 წლის ცენტრალური მცველი ილდეფონს ლიმა, რომელიც ნაკრების მეორე მიღწევის ავტორიცაა - ყველაზე მეტი, 115 მატჩი ეროვნულ გუნდში სწორედ მას გაუმართავს.
სხვათა შორის, ანდორელები მიმდინარე ერთა ლიგაზე ორი ყაიმის წყალობით ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელნი არიან და უკვე 1 წელია თამაში არ წაუგიათ.
კოლდო ალვარესის რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარი სია ასეთია:
მეკარეები: ხოსეპ გომესი (სანტა კოლომა), ფერან პოლი (სან ჟულია), ფრანსისკო პირესი (ანდორა).
მცველები: ჟორდი რუბიო, ჩუს რუბიო, მოისეს სან ნიკოლასი, მარკ რებესი (ოთხივე - სანტა კოლომა), ილდეფონს ლიმა (ინტერ დ’ესკალდესი), ემილი გარსია (ანდორა), მაქს ლოვერა (ორტა, ესპანეთი), მარკ გარსია (გრანოლიერსი, ესპანეთი), ჟოან სერვოსი (სანტბოია, ესპანეთი),
ნახევარმცველები: მარკ ფერე, მარკ პუჟოლი, კრისტიან მარტინესი, ჟორდი ალაესი (ოთხივე - ანდორა), სერხი მორენო (ინტერ დ’ესკალდესი), ვიქტორ როდრიგესი (სანტა კოლომა), მარსიო ვიეირა (ატლეტიკო მონსონი, ესპანეთი), მარკ ვალესი (სანდეფიორდი, ნორვეგია).
თავდამსხმელები: ლუდოვიკ კლემენტე (ანდორა), ხული სანჩესი (სანტა კოლომა).
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ანდორას მატჩი 13 ოქტომბერს, თბილისში „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის არბიტრი კვიპროსელი ლეონტიუს ტრატუ იქნება.