ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

PACE რუსეთს მოუწოდებს ჩეჩნეთში გეების შევიწროების ფაქტები გამოიძიოს

16:29 - 07 ივნისი 2018 hits 122

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების შევიწროების ფაქტები გამოიძიოს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტს ასამბლეის თანასწორობის კომიტეტმა მხარი 5 ივნისს დაუჭირა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ზომებს არ მიიღებენ, თანასწორობის კომიტეტი ევროპის საბჭოს მისცემს რეკომენდაციას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების დაწყების თაობაზე.

თანასწორობის კომიტეტში განაცხადეს, რომ ჩეჩნეთში ფართოდ არის გავრცელებული და სისტემატური ხასიათი აქვს ლგბტ ადამიანების შევიწროებას. კომიტეტზე წარდგენილი ანგარიშის თანახმად, სულ მცირე 114 ადამიანი და მათი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ჩეჩნეთიდან გაქცეულიყვნენ. უფრო მეტი ძალადობის შიშით, დაზარალებულების ნაწილი უარს ამბობს პოლიციასთან თანამშრომლობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, გეების დევნა ხორციელდება მაღალი თანამდებობის პირების ბრძანების საფუძველზე.

კომიტეტმა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მიიღონ ლგბტ ადამიანები, რომლებსაც ჩეჩნეთში დევნიან, მხარი დაუჭირონ არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას, მკაცრად დაგმონ ძალადობა და სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადგაზე დისკრიმინაციის ფაქტები.

2017 წელს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების შევიწროების და მკვლელობების თემაზე დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერდა. ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. როგორც მან განაცხადა, ჩეჩნეთში გეები არ არიან. რუსეთის ხელისუფლებას საქმეების გამოძიებისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა მოუწოდეს, მათ შორის გაერო-მ, ევროკავშირმა და აშშ-მა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]