weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახეთს სჭირდება არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი – გიორგი კანდელაკი

00:23 სამშაბათი, 27 მარტი 2018

„ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, არაკომპეტენტურია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება.

„პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და რომ საუბარია ამ მიზნისთვის გარკვეული თანხების დახარჯვაზე. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის მცდარი და არაკომპეტენტური. კახეთს სჭირდება არა აეროპორტი, არამედ გომბორის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი, რაც დაგეგმილი იყო. ეს გვირაბი თბილისსა და თელავს შორის მგზავრობის ხანგრძლივობას 40 წუთამდე შეამცირებდა, რაც კახეთში აეროპორტის არსებობას აზრს უკარგავს. ეს გვირაბი იქნებოდა უდიდესი ბიძგი კახეთის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

25 მარტს, სოფელ ახაშენში სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის ღონისძიებაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება.

„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ტურიზმის განვითარების მხრივ რკინიგზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს კახეთში რკინიგზის აღდგენაზე.

კახეთში აეროპორტი თელავში ფუნქციონირებს, თუმცა ის საავიაციო უნივერსიტეტის მართვის ქვეშ არის და ძირითადად სასწავლო ფრენებისთვის გამოიყენება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]