სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

„ნენსკრა ჰიდრო“ – ჭუბერში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება

15:50 - 05 ივლისი 2018 hits 488

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.

შესაბამისად შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა, რის შემდეგაც დაგუბებულმა წყალმა მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია. ადიდებულმა ნენსკრამ მდინარის პირას მდებარე ნაგებობები და სახლები წაიღო. მთლიანად დაანგრია მდინარეზე არსებული ხიდები. გარესამყაროს არის მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი. წყალი სოფელ ჭუბერში სამანქანო გზაზე მოედინება. ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები დროულად დატოვეს და მსხვერპლი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]