weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტიქია სვანეთში - მდინარე ნენსკრამ სახლები და ხიდები წაიღო

15:20 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018
ფოტო: ხატია მიქიანი ფოტო: ხატია მიქიანი

სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა, რის შემდეგაც დაგუბებულმა წყალმა მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია. ადიდებულმა ნენსკრამ მდინარის პირას მდებარე ნაგებობები და სახლები წაიღო. მთლიანად დაანგრია მდინარეზე არსებული ხიდები. გარესამყაროს არის მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი. წყალი სოფელ ჭუბერში სამანქანო გზაზე მოედინება.

ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები დროულად დატოვეს და მსხვერპლი არ არის.

ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია, რასაც ნინო ვიბლიანი არ ადასტურებს.

ჭუბერში მაშველებსა და ტექნიკას ელოდებიან.

 

ამ თემაზე:

ჭუბერში მდინარე ნენსკრა საცხოვრებელ სახლებში, ეზოებში და გზებზე მოედინება

ჭუბერში ძლიერი წვიმა ამაღამაც არის მოსალოდნელი

„ნენსკრა ჰიდრო“ – ჭუბერში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]