სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის…

„მწვანე ალტერნატივამ“ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება გაუკეთდეს „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის…

კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად, ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იქმნება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ინტერპერსნიუსთან“ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარების ფუნქციონირებისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. შესაბამისი სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1-ლი იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ათამდე სანახშირე ორმო აღმოაჩინეს. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში, მდინარე ალგეთთან ​მდებარე რესტორნის მფლობელს, დაჯარიმების მიუხედავად, მდინარე ისევ თვითნებურად ჰქონდა ჩახერგილი. თებერვალში რესტორნის მფლობელი სასამართლომ 200 ლარით დააჯარიმა და რკინის ბადეების დემონტაჟი დაავალა.

პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]