weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პროკურატურამ ქართველი ემიგრანტების „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდება 6 პირს წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულებმა ემიგრანტებს და მათ მეგობრებს 10 500 ლარი მოტყუებით ჩაარიცხინეს.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციური პარტიების წევრებს გააცნო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლიც სახელმწიფო ინსტიტუციების წინ აღმართული ევროკავშირის ან სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებისთვის სანქციის შემოღებას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების წარდგენასთან დაკაშირებით ოპოზიციაში კონსულტაციები „კარგა ხანია“ მიმდინარეობს და ორიოდე დღეში გახდება ცნობილი, რაზე მოხდა შეჯერება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რეგულაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმარისია, თუ მას მოქალაქეები დაიცავენ.

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინაღმდეგ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 3000 ლარის ოდენობით…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო დაწერილ ჯარიმებს ამნისტია აღარ შეეხება და ეს ერთჯერადი აქტი იყო.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში განაცხადა, რომ ის და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი არიან საქართველოში განვიათარებული მოვლენებით. სენატორმა განცხადება გუშინ, 20 ივლისს გააკეთა, როდესაც კომიტეტში ევროპისა და…

„მესმის, შევდივარ მდგომარეობაში – ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მაგრამ, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში. მეტად სოლიდარული უნდა ვიყოთ “, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის…

5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის 66 წლის მამაკაცი დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]