weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ტვ „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს, დღეს, დილით საკუთარ სახლში მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ეწინააღმდეგებიან ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების ინიციატივას, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება საზოგადოების განვითარებაზე.

„ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რთული სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. იმედგაცრუებული ვდავრჩით, რადგან ეს ტრენინგი და აღჭურვილობა არ…

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დარბევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

თბილისში, 5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი საავადმყოფოდან გაწერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ის რამდენიმედღიან სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

დღეს საქართველოს დელეგაციების ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონ ლარს მიიღებს.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 33 629 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1108 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1043. 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.06%-ია, ბოლო…

მალტის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში იმ ტურისტების შეშვება, რომლებიც კორონავირუსზე აცრილები არ არიან. მალტა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ დრომდე, გარკვეული ქვეყნებიდან მალტაში შესვლა PCR ტესტის უარყოფითი…

სამართალდამცველებმა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავეს და 1 პირს ბრალი წარედგინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]