weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები ჩინური ვაქცინების – „სინფარმისა“ და „სინოვაქსის“ ავტორიზაციის საკითხს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს განიხილავენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა.

სვანეთში, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვის გამო აფხაზეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი ჭუბერის უღელტეხილთან დაზიანდა – სადენებს ზვავისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი (დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ) სასტუმროს, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობა არ შეაჩერა. მოსარჩელეები - არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საზოგადოება ბათომი“ განჩინებას სააპელაციო…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მას კონტაქტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაუმართლებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. იგივე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

სოციალური ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა რატომ არ აიცრა „კოვიდ 19“–ის საწინააღმდეგოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ახლახანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]