weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საქართველოს ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა, რომელიც საქართველოში 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად იყო ჩამოსული, საპროტესტო აქციის შემდეგ ქვეყანა დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი დილით გაფრინდა. პოზნერთან…

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა ბრალდებულმა, 28 წლის თორნიკე ორაგველიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყების ცნობით, მას დღეს, 31 მარტს, დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასტუმრო „ვინოტელი“, რომლის რესტორანშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ვახშმობდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს.

სამოქალაქო აქტივისტებმა ელექტროენერგია გამოურთეს სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, საპროტესტო აქციისა და ხმაურის ფონზე ვახშმობდა.

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოზნერს ჩამოყვნენ რუსული მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები, სულ 50-მდე ადამიანი.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ექსპერტული და სამეცნიერო წრეების…

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მაჭავარიანი გადადგომის მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს აპირებდა.

„შეხვედრაზე წარმოდგენილი ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ლარის კურსი ნომერ პირველი პრობლემაა ამ წუთას. პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]