weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 16 391 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობა ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა დაძაბულობის დაუყოვნებლივ განმუხტვა.

„ბიძინა ივანიშვილმა დატოვა ძალიან გრძელი სკამი, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი, რომელთა შორისაც ძალიან სწრაფად შეიძლება არჩევა პრემიერ-მინისტრისაც და ძალიან ბევრი თანამდებობის პირისაც. ეს ძლიერი გუნდი არის სწორედ მთავარი პოლიტიკური დანატოვარი…

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, მამაკაცი უსახლკარო იყო და სიცივისგან გარდაიცვალა.

„ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს. ალბათ, ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეიძლებოდა „ქართულ ოცნებას“ შეერჩია“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.  

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დასახელდა.

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა 2-ჯერ გაიზრდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანას პარლამენტმა დღეს მესამე და ბოლო მოსმენით დაუჭირა მხარი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]