weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 1998 წლის დაბადებული რ.პ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 9083 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე- ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1608 ინფიცირებული, ხოლო 17 გარდაიცვალა.

„არ გააჩერო ნამოხვანჰესი“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „მთავრობავ, დაგვიცავი“ – ამ მოწოდებებით რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფუჩხეთში აქცია გამართა, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის განახლება მოითხოვა და ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართა.

„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულოს.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეექვსე ყრილობამ პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია. ყრილობის დელეგატების წინაშე გამოსვლისას კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიისთვის სერიოზული გამოწვევაა,…

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოადგილედ და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ რიგით მეექვსე ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები აირჩია. განახლებულ პოლტსაბჭოში, რომლის წევრთა რაოდენობა 12-დან 20-მდე გაიზარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და…

კასპში, ცემენტის ქარხანაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და მძევლად ორი ადამიანი აიყვანა. შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რის შედეგადაც 1993 წლის გ.მ. დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით იყო ჩასული, ადგილობრივები ორ სხვადასხვა ჯგუფად - „ქართველ და მუსლიმ ადამიანებად“ მოიხსენია.

„ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე უნდა აირჩიონ, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. თბილისში, „ექსპო ჯორჯიასთან“ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]