weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ სასტუმროებს უკვე დღეს სჭირდებათ პასუხი, შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას თებერვლიდან და მიიღონ თუ არა ჯავშნები.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დახმარებასთან დაკავშირებით 45 000 განაცხადია რეგისტრირებული.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე გადაადგილება ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე განაცხადეს, გზა დღეს და ხვალ არ გაიხსნება.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული კ.შ. დააკვა.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების სამინისტრომ საქართველოში მოქმედ 3 მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ („ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის საფუძველზე საჯარო…

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს დაიწყება. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი,…

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 15 205 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 837 პაციენტი, ხოლო 26 გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელების გარანტი იქნება.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]