weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო სექტორი მზად არის ტურიზმის სექტორისთვის, კერძოდ, სასტუმროების მფლობელებისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების სულ 10 225 შემთხვევაა დარეგისტრირებული, საიდანაც 5553 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლითაც ცდილობენ საქართველო და ქართველი ხალხი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდამჭერად წარმოაჩინონ.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ქალი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული - ხ.ხ.

7 ოქტომბერს გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ მხარედ დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ვინც გერმანიაში გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში საქართველოში იყო, გერმანიაში შესვლის შემდეგ სავალდებულო კარანტინს გაივლის ამა თუ…

საქართველოს ელჩი დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე მხარდაჭერას უცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს. პროკურატურა მელაშვილს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციისა და…

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად პარლამენტის მოქმედი წევრი კობა კობალაძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 35 წლამდე ასაკის ქალმა სანადირო თოფიდან გასროლით ნათესავი კაცი მოკლა. მკვლელობა სოფელ დუზაგრამასთან ახლოს მდებარე ფერმაში მოხდა. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, კაცი ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას…

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან გაიწვია სოფელ დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის საკითხი. ამ შენობაშია იჯარით განთავსებული პანკისის სათემო რადიოც. მერიის წარმომადგენელმა თინათინ კუდიანაშვილმა საკითხის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]