weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

დედოფლისწყაროში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტი დანით დაჭრეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაჭრილის მეზობელი, 33 წლის მამაკაცია დაკავებული.

2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია გახდა. მას პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცა.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჯაბრაილის რაიონის კიდევ სამ სოფელზე - შიხალი აღალზე, სარიჯალსა და მაზრაზე, ასევე, სტრატეგიულ სიმაღლეებზე. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, 5 ოქტომბრიდან აიკრძალა ქორწილები და სადღესასწაულო ღონისძიებები.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 8 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

თბილისის მერიამ კიდევ 1000 ლარით დააჯარიმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის წევრები დღეს მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მათთვის უკვე დაკისრებული ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, პარტიამ მერიის შენობის…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახლო კონტაქტები - ოჯახური ან სამსახურებრივი კონტაქტები - ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ გადავლენ თვითიზოლაციაში.

გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კომბინატის დასახლებიდან 48 ბავშვი მოწამვლის სიმპტომებით მიიყვანეს. „რეგინფოს“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ პაციენტებს ამ დრომდე იღებენ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 შემთხვევა აჭარის რეგიონშია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]