weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება და მთავრობას ამ პროფესიის წარმომადგენლების დაცვისკენ, ასევე უკვე მომხდარი ძალადობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარი ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კედლის სიები და საარჩევნო ინვენტარი კანონდარღვევით გაჰქონდათ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წულუკიანი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მეოთხე ნომერია.

„მთავარი არხის“ ცნობით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ. ტელეკომპანია იუწყება, რომ არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. 

მარნეულში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას…

გორთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დღეს ეს კორონავირუსის შედეგად პაციენტის გარდაცვალების მეორე, პანდემიის დაწყების შემდეგ კი 34-ე შემთხვევაა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო 31 ოქტომბრის არჩევნებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]