weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი პოლკი „მარტუნი“ გაანადგურა, რომელიც ხოჯავენდის რაიონის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. 

დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 225 აჭარას უკავშირდება. გარდაიცვალა 55 წლის ქალი, რომელიც 26 სექტემბრიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომანქანები გადავიდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოქალაქეებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ქვები დაუშინეს. მელია მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. დღეს სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ამ ფორმით კონფლიქტში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის იფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ორი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა, ერთი კი თბილისში.

28 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

„მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დაახლოებით 30 წელია ვერ ბრუნდებიან მშობლიურ მიწაზე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ დაგაბრუნოთ“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხაებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის შემდეგ, სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]