weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლიკვიდირებულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის - ნინო გიორგობიანი

14:49 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის შედეგად დადასტურებულად შეუძლია იმის თქმა, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის წარმოშობით პანკისელი ადამ (გურამ) გუმაშვილი არ არის.

„მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის არის ადამ გუმაშვილი. უტყუარად და დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ადამ გუმაშვილი არ არის გარდაცვლილთა შორის. რაც შეეხება გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას, როგორც უკვე გითხარით, არცერთ მათგანს არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, შესაბამისად, გრძელდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, რათა დადგინდეს მათი ვინაობა და აუცილებლად მოგახსენებთ“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ, რაც პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისმა ნათესავებმა არ დაადასტურეს. გურამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი პირია. დაახლოებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთან თარხან ბათირაშვილთან და მისი გუნდის წევრად ითვლებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული.

„ამერიკელი კოლეგების დახმარებით  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]