ოჯახის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფულსა და ოქროს ითხოვდნენ. მათ სახლიდან გარკვეული თანხის წაღება მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
გუშინვე, გვიან ღამით, სოფელ ბაკურციხეში სამმა შეიარაღებულმა პირმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. მათ მოლარე-ოპერატორი დაჭრეს, თავში კონდახი ჩაარტყეს და 1000 ლარი გასტაცეს. რამდენიმე დღის წინ კი სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ობიექტს სამი პირი დაესხა თავს.