weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

11:44 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან დღეს დილიდან საპატრულო და დაცვის პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას პოლიციის მობილიზების მოთხოვნით მერიამ და საკრებულოს წევრებმა წერილობით გუშინ მიმართეს. შსს-ს განმარტებით, განმცხადებლების ცნობით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პროვოკაციის მოწყობა და მისი ჩაშლაა დაგეგმილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ, დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობიდან გადაყენება „ქართული ოცნების“ 13 წევრმა მოითხოვა. მათ „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრიც შეუერთდა. ლეიბორისტული პარტიიდან საკრებულოს წევრის გიორგი გიუაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ტატა მარტინენკომ და მამუკა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, ხელი პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის მითითებით მოაწერეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-მა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

ბორჯომის საკრებულომ 16 მარტს მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე, შესაბამისად არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა, რის გამოც მერიის თანამშრომლები მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერი და მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ კიდეც.

საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]