weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერედვის გამგებელმა 1 ლარად ნაჩუქარი ბინა 10 000 ლარად გაყიდა

16:08 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

ერედვის გამგებელს ოთარ ცოტნიაშვილს, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ საგურამოში მდებარე საცხოვრებელი ბინა 1 ლარად გადასცა. 2017 წლის 28 ნოემბერს ოთარ ცოტნიაშვილმა ეს ბინა 10 000 ლარად გაყიდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 12 აპრილს, ოთარ ცოტნიაშვილისთვის გადაცემული ბინა 60 კვ. მეტრია.

სახელმწიფოსგან ბინის გადაცემამდე ერედვის გამგებელს უკვე ჰქონდა საკუთარი ბინა. ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №6-ში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც 109 კვ.მ-ია, ერედვის გამგებელმა 2015 წლის 3 დეკემბერს 50 000 აშშ დოლარად იყიდა.

ოთარ ცოტნიაშვილი ერედვის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ამჟამად მისი ხელფასი თვეში 2950 ლარია. ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ოთარ ცოტნიაშვილის წლიური ხელფასი 2016 წელს 37 100 ლარი იყო, 2017 წელს კი 35 725 ლარი.

საჯარო სექტორშია დასაქმებული ერედვის გამგებლის მეუღლე მარინა ქრისტესიაშვილიც, -  იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობს. მისი წლიური ანაზღაურება 21 955 ლარია.

 

მსგავსი თემა:

ერედვისა და აჟარის გამგებლებს ბინები 1 ლარად გადაეცათ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]