აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქართველი პარაპლანისტების დაკავების გამო მცხეთა-სტეფანწმინდის გზა გადაკეტეს

18:23 - 10 ივნისი 2018 hits 25698

9 ივნისს გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი ქართველი პარაპლანისტის დაკავების გამო, ქვეშეთის მოსახლეობამ და ქართველმა პარაპლანისტებმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანმწინდა-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა გუშინ რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს და საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, სერგეი დემენტიევს.

შსს-ს განცხადებით, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, წინ უძღოდა 8 ივნისს ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარი ინციდენტი. ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, 9 ივნისს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუს პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

ქართველი პარაპლანისტები რუს და უკრაინელ მფრინავებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. „გუშინდელი ინციდენტის შემდეგ დაიჭირეს ქართველი ბიჭები, რომლებიც წამოეგნენ რუსების მიერ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ღირსებას იცავდნენ, რადგან წინა დღეს რუსებმა გაამწვავეს კონფლიქტი ჩვენი მფრინავის ხრამში გადაგდების მცდელობით. ამ ფაქტს ჩვენების მხრიდან მოჰყვა ბუნებრივი რეაქცია, ხოლო რუსებმა განაგრძეს პროვოკაციები. ერთ-ერთი მწვავე შეტევა მსგავსი მეთოდით გუშინდელ ვიდეოშიც ჩანს. მფრინავი ფიოდორ ჩელიშევი ჩაფხუტითა და ვიდეო კამერებით აღჭურვილი თავისიანებთან ერთად, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მორიდებოდა გარკვეული პერიოდი მიმდებარე ტერიტორიას, შეიჭრა იმ ადგილას სადაც შეკრებილები იყვნენ ქართველი ბიჭები და მომწამლავი აირის ბალონით განახორციელა თავდასხმა, რის შემდეგაც ბუნებრივია გამოიწვია აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებული რეაქცია. ამ მოვლენებიდან გამომდინარე მშვიდობიანი აქციის ფარგლებში გადაიკეტა მთავარი სამხედრო გზა სოფელ ქვეშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოვითხოვთ ბიჭების გათავისუფლებას. მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით და არ მივცეთ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ „ტურისტს“ შეგვიზღუდოს არსებობის უფლება. ვითხოვთ სამათალს“, - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვაკო ზაქაიძე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

 

გუდაურში რუსი პარაპლანისტის ცემის გამო დაკავებულ 4 პირს ხვალ გაათავისუფლებენ

 

ამ თემაზე:

კონფლიქტი გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის

 

შსს-ს განმარტება გუდაურში ქართველი, რუსი და უკრაინელი პარაპლანისტების დაპირისპირებაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]