weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პარლამენტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია

15:14 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

საქართველოს პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 6 წლის ვადით აირჩიეს.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე 11 ივლისს წარადგინა. ახალი მთავარი პროკურორის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 31 მაისს ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა.

12 აპრილიდან თადუმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, მანამდე ის მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა. 2011-2012 წლებში თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო. ამასთან, მისი შვილის ნათლიაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]