weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოკითხავენ

11:32 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ. გამოკითხვა 12:00 საათზეა დანიშნული.

როგორც პანკისის სათემო რადიოს მალხაზ მაჩალიკაშვილმა უთხრა, სუს-ში ის მოწმის სახით არის დაბარებული.

„ვინც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ჰყავთ დაჭერილი, მათთან დაკავშირებით მიბარებენ. დიდ დანაშაულს სჩადიან ჩემი დაკითხვაზე დაბარებებით. სუს-ში ჩემს დასაბარებლად ახლა უკვე სხვა მიზეზი მოძებნეს. ყველაფერს ცდილობენ, რომ რამენაირად გამანადგურონ“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ ხდება მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ.

„აღნიშნულ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ამ საქმის ფარგლებში მალხაზ მაჩალიკაშვილი პირველად იკითხება. სწორედ ეს არის ჩვენთვის გაუგებარი, რატომ იკითხება ამდენი თვის შემდგომ და რატომ არ გამოკითხეს გამოძიების საწყის ეტაპზე.

ბუნებრივია, არ ვიცით რა კითხვები ექნება საგამოძიებო ორგანოს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე 14 აგვისტოსაც იმყოფებოდა. მაჩალიკაშვილი 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავის აფეთქებასთან დაკავშირებული განცხადების გამო დაკითხეს.

რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეს, ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს გამოიტანა. სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. ასევე 13 წლით პატიმრობა მიესაჯა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]