weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა 20 სექტემბრიდან დაიწყება

15:55 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება, რომლის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასაც შეისწავლიან. სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს სისხლს ვენიდან აუღებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდის წევრები, რომელებიც ოჯახებს ესტუმრებიან, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე. სისხლის ნიმუშები იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.

„ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ცალკეული შემთხვევები, რომლებიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განვაზოგადოთ“, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი თინათინ ბაუმი.

სისხლში ტყვიის შემცველობის საკითხის აქტიური განხილვა საქართველოში გასულ წელს დაიწყო. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ საქართველოში ნაყიდ ან იქიდან ჩატანილ სანელებლებს ტყვიის იმაზე მაღალი შემცველობა აქვს, ვიდრე  აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სანელებლებს.

დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]