weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი, რომელთაგან ორს ტელეფონით ესაუბრებიან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ, კორონავირუსი 11 მოსწავლეს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, ნონა კობიაშვილმა განუცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. რიჟვაძის თქმით, მათ გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.

„ნგრევა რამ გამოიწვია, ვერაფერს გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კორპუსი ავარიული არ იყო, ახალი დაშენება და მიშენება ამ კორპუსზე არ განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში“, – ამის შესახებ…

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეორე ბავშვიც ამოიყვანეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილია ახალშობილი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ნივთების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., დააკავეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 36 840 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 2661 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1274 ინფიცირებული, 30 კი გარდაიცვალა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ მეხუთე ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. პეტრიაშვილი ამ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა და უფლებამოსილების ვადა 2025 წლამდე გაუხანგრძლივდა.

პოლიციამ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. 18 სექტემბრიდან მათზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]