weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) N22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, 48-ე და მე-14 უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ორივე უბანზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები დააფიქსირეს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ რამდენიმე საათია საცობში არიან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათ შორის ისინიც არიან, ვინც ხმის მისაცემად დასავლეთიდან თბილისში მიდიან,…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქრთული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით იმარჯვებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 160 413 ამომრჩეველი დაფიქსირდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი, რომელიც არჩევნებს ზუგდიდში აშუქებს, ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ელექტროშოკით დაემუქრნენ. მომხდარზე, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის…

ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში – 15.8%. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 497…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მარნეულის 27-ე და 85-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს დააკვირდა და დემოკრატიული პროცესის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა დაადასტურა.

ენგურის ხიდი დილიდან ცალმხრივად ჩაკეტილია. გადაადგილება მხოლოდ ზუგდიდიდან ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით არის შესაძლებელი.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს ჯამში 2068 წევრს (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) და 64 მერს ირჩევენ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალა-უშგულის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. გუშინ გზაზე კლდე ჩამოიშალა, რის გამოც დღის მეორე ნახევრიდან მოძრაობა ჩაკეტილი იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]