weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საზოგადოება

შირაქში ქერის ყანებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ჩამქრალია. როგორც „რეგინფოს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ცეცხლი აღებულ ყანაში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. დაიწვა ასაღები მოსავალიც.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. მან კახაბერ მურადაშვილი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვრის ბოლოდან მუშაობდა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებმა კარვის გასაშლელად მთავრობის მიერ გამოყოფილი ადგილები პოლიციის თანხლებით დაათვალიერეს, თუმცა მათთვის მისაღები არცერთი არ აღმოჩნდა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ზოგ ადგილზე კარვის გაშლა შეუძლებელი ან…

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე სოფელ გუმათში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებს შეხვდა. როგორც მან განაცხადა, მთავრობამ აქციის მონაწილეებს 13 ალტერნატიული ადგილი შესთავაზა რიონის ხეობაში პროტესტის გასაგრძელებლად.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად ლიანდაგზე დასხდნენ და ბათუმი-თბილისის მატარებელს გზა გადაუკეტეს. მატარებელმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო გავლა, რაც რკინიგზა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.

სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთი „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. რეანიმატოლოგმა ლია ბიბილეიშვილმა განაცხადა, რომ 32 წლის მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი…

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ბრალდებით არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების შუამავლობით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის მეორე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეხვედრაზე შეიტყვეს, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზი“ სოფელ…

ამბროლაურში, შაორის ტბაში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მოზარდს რამდენიმე საათი ეძებდნენ.

„პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, თუკი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]