weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებს, რომლებიც ას დღეზე მეტია ჰესების მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში, ღია ცის ქვეშ აპროტესტებენ, დღეს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 13 573 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 799 ინფიცირებული, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, თბილისში „დაუმორჩილებლობის მარში“ მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად დაიწყო.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მგზავრებს მიმართავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულება. ამ დროისთვის შემოვლით გზაზე, რომლის სიგრძეც 15.5 კილომეტრია, კომუნიკაციების გადატანის, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ჩინეთის 50 წლის მოქალაქე სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. სიკვდილის…

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ევროკავშირის ელჩი ეხმაურება. როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კროონავირუსზე 18 335 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 569 ინფიცირებული და დაფიქსირდა 11 პაციენტის გარდაცვალება.

„ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, 12 წელიწადს ოჯახი ნამდვილად არ ველოდით. ხელისუფლება აქამდეც და ახლაც გვაიმედებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, ახლა უკვე ახალ ფაზაშია გადასული ზაზას საქმე, უფრო დაჩქარდება და უმოკლეს ვადაში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]