ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

გარდაბნის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 1850 ლარით გაიზარდა

14:26 - 24 იანვარი 2018 hits 1710
ფოტოზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ფოტოზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი

გარდაბნის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარის ნაცვლად 4500 ლარი გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს აღემატება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებიც.

დადგენილება გარდაბნის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ 2018 წლის 18 იანვარს დამტკიცდა, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან განხორციელდა. 

საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის ტარიელ ჯანხოთელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, 4500 ლარამდე გაიზარდა

1550 ლარით გაიზარდა მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი. ეს თანამდებობის პირები თვეში 2200 ლარის ნაცვლად 3750 ლარს მიიღებენ. 

ყოველთვიურად 1000 ლარით მეტს მიიღებენ მერის ორი მოადგილე და საკრებულოს თანამდებობის პირები - კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. მათი სარგოს ოდენობა 2000 ლარის ნაცვლად 3000 ლარი იქნება. დღეისათვის გარდაბნის საკრებულოში 5 კომისია და 3 ფრაქციაა შექმნილი. 

1600 ლარიდან 2500 ლარამდე, ე.ი. თვეში 900 ლარით გაიზარდა გარდაბნის მერიის 9 სამსახურის ხელმღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასები. სამსახურების სტრუქტურული დანაყოფის - განყოფილების უფროსები კი თვეში 1290 ლარის ნაცვლად 1800 ლარს მიიღებენ. 

საშტატო ნუსხის შესაბამისად, გარდაბნის მერიაში 173, საკრებულოში კი 30 საჯარო მოსამსახურე მუშაობს, აქედან 13 პოლიტიკური თანამდებობის პირია. 

„რეგინფო“ წერდა, რომ გარდაბნის ყოფილი გამგებელი გოჩა ჯამარაული პრემიას და დანამატებს არ იღებდა, ხოლო აღებულ ხელფასს მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავდა. გარდაბნის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი პრემია-დანამატებს ერთი წლის განმავლობაში 8-ჯერ, მისი მოადგილე რაფი ორუჯოვი კი 9-ჯერ იღებდნენ.

 

მსგავს თემაზე:

ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი ექნებათ

აჭარის მუნიციპალიტეტებში მერების ხელფასები 2650 ლარიდან 3500 ლარამდე გაიზარდა

თეთრიწყაროს მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა

ბოლნისში მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 3950 ლარამდე გაიზარდა

რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4500 ლარი გახდა 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]