სექტემბერი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩვენი არჩევნებია – ანატოლი ბიბილოვი

14:54 - 14 მარტი 2018 hits 559

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს, 18 მარტს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 11 უბანში ხმას სამოქალაქო პირები მისცემენ, ორში კი რუსი სამხედროები. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მათი არჩევნებიცაა და არჩევნების დღეს მაღალი აქტივობა იქნება.

„რესპუბლიკის მცხოვრებლების 98%-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩვენი არჩევნებია. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა იციან, რომ რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრებაზეც აისახება. ამიტომ, მოწოდებების გარეშეც 18 მარტს ისინი აქტიურად გამოიყენებენ თავიანთ სამოქალაქო უფლებას“, - ციტირებს ბიბილოვის კომენტარს „სპუტნიკი“.

რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმერ პუტინი მეოთხედ იყრის კენჭს და კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი პარტია „რუსეთის კომუნისტებიდან“ მაქსიმ სურაიკინი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]