ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

გუდაურში დაპირისპირების გაღრმავების საფრთხე არ არსებობს - გუბერნატორი

16:39 - 12 ივნისი 2018 hits 134

გუდაურში, ქართველ, უკრაინელ და რუს პარაპლანისტებს შორის დაპირისპირების გაღრმავების საშიშროება არ არსებობს და პრობლემა რეგულირებადია - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა.

„ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი იყო კონკრეტული ტერიტორია, კერძოდ, პარაპლანით ფრენის განსახორციელებელი სივრცე. ზარი შევიდა „112“-ში და პოლიციის მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება. დაკავებულია რამდენიმე პირი. როგორც გუბერნატორი ვალდებული ვარ ვფლობდე სრულ ინფორმაციას. შევხვდი ქართველ მფრინავებს და მოვისმინე მათი პრობლემების შესახებ. მოვუწოდე მათ იყვნენ კონსტრუქციულები და ეთანამშრომლათ გამოძიებასთან“, – აცხადებს გუბერნატორი.

გუდაურში, რუსი პარაპლანისტების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ავტომობილების დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან: ვასილ ზაქაიძე, გიორგი ზაქაიძე, გიორგი ჯაღმაიძე და ვასილ ბურდული. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვს.

პარაგლიდინგის ეროვნული ფედერაცია, რომელიც გუდაურშია ბაზირებული, ითხოვს, რუსმა და უკრაინელმა პარაპლანისტებმა გუდაური დატოვონ და იქ მუშაობა აღარ გააგრძელონ.

ფედერაციის წარმომადგენელი გიგა სეთურიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამგვარი მოთხოვნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ რუსი და უკრაინელი მფრინავები პროვოკაციებს აწყობენ და ადგილობრივების ადათ-წესებს შეურაცხყოფენ.

რუსი და უკრაინელი მფრინავები ამ ბრალდებას უარყოფენ. „გუდაურში ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ძალადობით დაიკავონ ყველა ტურისტული ნიშა. ისინი კონკურენციის გამო არა მხოლოდ რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გვაიძულებენ გუდაურის დატოვებას, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან სამუშაოდ ჩასულებსაც. გუდაური საერთაშორისო კურორტია. ამ ტერიტორიაზე ასეთი კონფლიქტები თუ გაგრძელდება და კრიმინალური ჯგუფები იქნება, ტურისტული ბიზნესი მთელი საქართველოს მასშტაბით დაზარალდება,“ - ამბობს ფიოდორ ჩელიშევი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]