საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აფხაზეთის ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკული დღეა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ხელფასი 3200 ლარია. ხელფასის გარდა, ის ყოველთვიურად დანამატის სახით 4 760 ლარს იღებს, რის გამოც მისი ანაზღაურება თვეში 8 000 ლარს აღწევს, წლიური…
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პეტრე გასიევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი შეუძლებელი და ნებისმიერ შემთხვევაში, ოსი ხალხისთვის უსარგებლოა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფლებთან მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო გმობს სოფლების ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 2017 წლის ოქტომბერში გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რესპუბლიკურ პარტიასთან საარჩევნო ბლოკის შექმნა ვერ მოხერხდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორების მიერ თანამდებობის დატოვება მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამოეხმაურა. დეპარტამენტის განცხადებით, პუტინის ვიზიტი ჟენევის მოლაპარაკებების პრინციპებთან შეუსაბამოა.
აფხაზეთში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა…
ბიჭვინთაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. „სპუტნიკის“ ცნობით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევის სფეროში თანამშრომლობაა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11