აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

მადრიდის „რეალს“ ხულენ ლოპეტეგი გაწვრთნის

11:24 - 13 ივნისი 2018 hits 167

ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების ტრიუმფატორ „რეალს“ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი გაწვრთნის, რომელიც რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაუდგება სათავეში მადრიდულ გრანდს.

შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი „რეალის“ თავკაცის პოსტზე გუნდიდან ახლახანს წასულ ზინედინ ზიდანს ჩაანაცვლებს.

51 წლის ბასკი სპეციალისტი ესპანეთის ეროვნულ გუნდს 2016 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში და ბრწყინვალედ გავლილი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცია.

ესპანეთის ნაკრებამდე ლოპეტეგი „პორტოსა“ (2014-2016) და ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებებს წვრთნიდა, მანამდე კი მცირე ხნით „რეალის“ B გუნდსა და „რაიო ვალეკანოში“ მუშაობდა. მის სამწვრთნელო ტიტულებს შორის ჯერ-ჯერობით ევროპის ორი ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგებაა, რომლებიც შესაბამისად, 19 და 21 წლამდე ნაკრებებთან ერთად 2012 და 2013 წლებში მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]