ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ესპანეთის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

15:03 - 13 ივნისი 2018 hits 243

მსოფიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს, რისი მიზეზიც მწვრთნელის მხრიდან მადრიდის „რეალთან“ წინასწარი შეთანხმებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი განარისხა იმ ფაქტმა, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეათანხმა თავის მომავალი ახალ პოსტზე.

„გადავწყვიტეთ, მოგვეხსნა ნაკრების მწვრთნელი. მისი მადლობელი ვართ და წარმატებას ვუსურვებთ. არ მგონია, რომ მან გვიღალატა. ლოპეტეგიმ ნაკრებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია. არ ვიცი, როგორ მოიქცევა „რეალი“, მაგრამ ფედერაცია იქცევა ისე, როგორც ყველა ესპანელისთვის საჭიროა. როდესაც წინასწარ შეთანხმებაზე გავიგე, ხუთი წუთის შემდეგ უკვე პრესაში ვნახე ინფორმაცია, ამის შემდეგ ჩვენ სათანადო რეაქცია უნდა გვქონოდა, რადგან პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. მე ვესაუბრე ნაკრების ფეხბურთელებს და ისინი მზად არიან ახალი მწვრთნელის ხელში ითამაშონ. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, საუკეთესო მწვრთნელის ყოლაც ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი სწორი საქციელია.“ - განმარტა ლუის რუბიალესმა.

ფედერაციამ მორიგი გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ესპანეთის ნაკრების ექს-კაპიტანი ფერნანდო იერო დანიშნა. შეგახსენებთ, რომ „ფურია როხას“ პირველი მატჩის ჩატარება ორ დღეში, პორტუგალიის წინააღმდეგ უწევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]