weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მსოფლიო

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

მექსიკაში, 18 იანვრის საღამოს იდალგოს შტატის ნავთობსადენზე მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 58 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი მცველი და მრჩეველი, ალექსანდრ ბენალა დააკავა. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ბენალას დაკავების მიზეზი დიპლომატიური პასპორტების გამოყენება გახდა.

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, პოლიციის აკადემიასთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილის აფეთქების დროს 21 ადამიანი დაიღუპა, 87 პირი კი დაშავდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა ქვეყანაში გასულ კვირას დაფიქსირდა და ქვეყანაში ვირუსით უკვე 15 ადამიანია გარდაცვლილი.

სირიის ქალაქ მანბიჯში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა აშშ-ის სამხედრო პატრული ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, მათ შორის - 4 ამერიკელი სამხედრო.

უახლესი გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსების თითქმის ნახევარი (45%) საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სირცხვილს გრძნობს. ბოლო ერთ წელში ეს მაჩვენებელი 12%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Open Doors-მა წარმოადგინა სია, რომელშიც ის ქვეყნები შედიან, სადაც ქრისტიანებისთვის ცხოვრება ყველაზე სახიფათოა. ყოველწლიურ რეიტინგში რუსეთმა 50-დან 41-ე ადგილი დაიკავა. ის კენიასა და მალაიზიას შორისაა.

კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბააბის” სომალელმა მებრძოლებმა აიღეს.

მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოს ნარკობარონ ხოაკინ გუსმანისგან, იგივე „ელ ჩაპოსგან“ ქრთამის სახით 100 მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ. როგორც მექსიკური მედია იუწყება, ექს-პრეზიდენტის მიერ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალისგან…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]