weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მსოფლიო

ვეტერანი რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ლიუდმილა ალექსეევა 91 წლის ასაკში, მოსკოვის N15 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტიის“ აქციის დროს დაკავებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. ფრანგული მედია ავრცელებს იმ ნივთების ფოტოებსაც, რომელიც პოლიციამ დემონსტრანტებისგან ამოიღო. მათ შორის არის ჩაქუჩები, აირწინაღები და ცეცხლმაქრები.

ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი, ავტორი და ტელეწამყვანი ნილ დეგრას ტაისონი მის წინააღმდეგ არსებულ სექსუალური ძალადობის სამ ბრალდებას უარყოფს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანსა და ყოფილ ტელეწამყვანს, ჰეზერ ნაუერტს წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობის გადასახადი 2019 წლის ზაფხულში გაუქმდება.

იაპონიის სანაპიროსთან ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავების ბორტზე კატასტროფის დროს სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ექვსი მათგანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება, ერთი გადაარჩინეს.

Chanel-ის მოდის სახლმა განაცხადა, რომ სამოსის შექმნისას აღარ გამოიყენებს ბუნებრივ ბეწვს, ასევე ეგზოტიკური ცხოველების, მათ შორის ნიანგის, ხვლიკისა და გველის ტყავს.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი ალექსანდრე პუშკინის, დომოდედოვოს აეროპორტი კი მიხეილ ლომონოსოვის სახელობისა გახდება, რაც „რუსეთის დიადი სახელების“ კონკურსის შედეგია.

საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას აპირებს. საწვავის ფასებზე განცხადების გაკეთებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი გეგმავს.

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა, ქალაქის საკრებულომ მოზღვავებული ტურისტების გამო გააუქმა. საუბარია დიდი ზომის წარწერაზე: I amsterdam, რომლის ახლოსაც ყველა ვიზიტორი ფოტოს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]