weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის შესახებ შეთანხმება არაკონსტიტუციურად ცნეს

14:54 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლითაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დამტკიცდა.

კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობის საკითხი სასამართლომ ეროვნული სახალხო კრების დეპუტატების მიმართვის საფუძველზე განიხილა.

„2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც არ არის დამტკიცებული რეფერენდუმის გზით, არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებაში.

ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა - იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება 26 სექტემბერს გააფორმეს. დოკუმენტი თანაბარზომიერი ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს: დოკუმენტის თანახმად, ინგუშეთის რესპუბლიკამ ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი - მთიანი და ტყიანი ადგილი მიიღო, რის სანაცვლოდაც ჩეჩნეთს სუნჯის რაიონის იგივე ზომის ტერიტორია გადასცა.

შეთანხმების წინააღმდეგ 4 ოქტომბერს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 17 ოქტომბერს დროებით შეჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]