„21 ივნისს, განადგურებული იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ტერტერის ხაზის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაზვერვის მიზნით, ფრენის განხორციელებას ცდილობდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფლიქიტის ზონაში 6 სომეხი ჯარისკაცი, სომხეთის პორვოკაციის აღკვეთის დროს იქნა მოკლული.
მთიან ყარაბაღში ვითარება განსაკუთრებით გასული წლის აპრილში დაიძაბა, რის შემდეგაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს სროლებში ადანაშაულებდნენ.
ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ პერიოდში დაწყებული ომი 1994 წელს ზავით დასრულდა, რომელიც არაერთხელ დაირღვა. ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად 30 ათასზე მეტი ადამიანია დარუპული.