weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაღესტანში VI საუკუნის ქართული სახარება აღმოაჩინეს

13:51 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

დაღესტანში, ხელნაწერების გაციფრულების დროს, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. საუბარია სახარებაზე, რომელიც VI საუკუნეში ასომთავრულით არის შესრულებული. ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „როსსია“ ავრცელებს.

ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, რომ იპოვეს პალიმფსესტი - ანუ ეტრატი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად. ქართული ტექსტი XI საუკუნეში შესრულებული არაბული ხელნაწერის ქვეშ იყო. 

დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, შამილ შიხალიევის განცხადებით, ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან მსგავსი ხელნაწერი აქამდე დაღესტანში აღმოჩენილი არ ყოფილა.

„გვქონდა მტკიცებულებები, რომ დაღესტნისა და ამიერკავკასიის ხალხებს შორის მჭიდრო კონტაქტები არსებობდა, კერძოდ, ამას ადასტურებენ ეთნოგრაფიული ძეგლები და არქეოლოგიური მასალა. ის, რომ აღნიშნული ხელნაწერი ქართულ ენაზეა შესრულებული, კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს ვარაუდებს“, – ამბობს შამილ შიხალიევი.

ტელეკომპანია „როსსიას“ ინფორმაციით, 1012 სერიული ნომრის მქონე წიგნი, საბჭოთა წლებში დაღესტნის ლაკსკის რაიონის სოფელ უბრიდან ჩაიტანეს. მისი ნამდვილი ისტორიის დადგენის საქმეში უკვე ჩაერთნენ ქართველი სპეციალიტები, რომლებიც დაღესტანში იმყოფებოდნენ. ხელნაწერი გაციფრულებულია და მომავალში სპეციალურ ინტერნეტ-პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

ამ თემაზე:

დაღესტანში დაცული სახარების ტექსტი გამოსაცემად მზადდება – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]