weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაქო-თბილისი-ყარსის მატარებელი ილჰამ ალიევმა დაათვალიერა [Photos]

16:59 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

3 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს სარკინიგზო სადგურში დაათვალიერა ის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე ივლის. მატარებლის ფოტოებს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ დაკვეთით, შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მიერ დამზადებული სამგზავრო მატარებელი 10 ვაგონისგან შედგება. მატარებელი მგზავრებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაიყვანს, რომელის ამოქმედებაც 2019 წელს არის დაგეგმილი.

მატარებელი 9 სამგზავრო ვაგონისგან და რესტორნისგან შედგება. ის ბაქოში შვეიცარიიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით, ჩავიდა. საქართველოში მატარებელი ახალქალაქის სადგურში იყო გაჩერებული, სადაც პოსტსაბჭოთა 1 520-მილიმეტრიანი ლიანდაგიდან ევროპულ 1 435-მილიმეტრიან ლიანდაგზე გადავიდა.

მეორე ეტაპზე აზერბაიჯანში უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული კიდევ 10 ვაგონი ჩავა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზა 2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქოში გაიხსნა. სარკინიგზო გზის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. მთლიანად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გადის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]