weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები მაისში დაიწყება – „ვაინახავია“

11:27 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა Chechnya Today ავრცელებს. მათივე ცნობით, გროზნოს აეროპორტის მმართველი კომპანიის, „ვაინახავიას“ გენერალურმა დირექტორმა, სულთან გამბულატოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლა მაისში დაიწყება და ფრენებს თურქული ავიაკომპანია შეასრულებს.

„მოცემულ მომენტში ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საჰაერო კავშირი არ არსებობს. ჩეჩნეთის მცხოვრებლები საქართველოში ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მიემგზავრებიან. იგეგმება, რომ ავიაფრენები მნიშვნელოვნად შეამცირებენ გზაში დახარჯულ დროს და უფრო კომფორტული იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს დაგეგმილია გროზნოს აეროპორტის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებშიც ახალი მთვარის ფორმის ტერმინალი აშენდება“, – აღნიშნულია 9 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ გროზნო-თბილისის ავიარეისის დანიშვნაზე განაცხადი არ მიუღიათ.

თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება სულთან გამბულატოვმა 2018 წლის თებერვალშიც დააანონსა, თუმცა კონკრეტული თარიღი, ფრენების სიხშირე და შემსრულებელი ავიაკომპანია არც მაშინ დასახელებულა.

დღეს „ვაინახავია“ სამ რუსულ და სამ უცხოურ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს. ესენია: Аэрофлот, Азимут, Aviatraffik, UTair-Aviation, Air Arabia და Pegasus.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]