„აზერბაიჯანში გრძელდება რუსული წარმოების თანამედროვე სამხედრო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა სამხედრო-ტენქნიკური არჭურვილობის მიწოდების პროცესი. ბაქოს პორტში შემოვიდა დიდ რაოდენობით ჭურვები, რაკეტები და სხვა აღჭურვილობა მოწინააღმდეგის საინჟირო შეიარაღების, ცოცხალი ძალის და სხვა ობიექტების ზუსტად და ფართო არეალზე განადგურებისთვის“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო სფეროზე მოდის.