„მაქვს შეკითხვა ყველასთან, ვინც ჩეჩნეთის საზღვრის საკითხით შეშფოთებულია. ოდესმე ყოფილა საერთო და ნათელი საზღვარი ჩვენსა და მოძმე ხალხს შორის? როგორც ვიცი, საზღვართან მცხოვრებმა ყველა ადამიანმა იცოდა, ვის ტერიტორიაზე იყვნენ. ჩემი აზრით, ახლა ყველას ერთად დგომაა საჭირო: პოლიტიკოსების, ახალგაზრდების, უხუცესების და ეს პრობლემა ერთად დგომით, ალაჰის სიყვარულით უნდა გადავჭრათ“, – დაწერა სპორტმენმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე ახალი საგზაო ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაღესტნელები გააკრიტიკა, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს.