weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფგან მუხთარლის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ არაფერი მსმენია - აზერბაიჯანის ელჩი

12:25 პარასკევი, 14 ივლისი 2017

„არ ვიცი შეიძლება ეწოდოს თუ არა აფგან მუხთარლის ჟურნალისტი. მისი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ არაფერი მსმენია“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის ელჩმა, ელინ სულეიმანოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩის თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ მუხთარლის საქმე პოლიტიკურ პრობლემად წარმოაჩინონ.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე ბევრი პრობლემაა და ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა, რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობას. ეს ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის საზიანოა“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანში პროფესიული საქმიანობის გამო იდევნებოდა, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს ის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

მუხთარლი ამბობს, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

აფგან მუხთარლის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს. ჟურნალისტი სტრასბურგში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩივის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]