კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პუტინს და მთლიანად რუსეთს ბოდიში მოუხადოს.
„გაბუნია არც კავკასიის შვილია, არც კაცი და არც მთიელი. კავკასიაში მსგავს სიტყვებს არავინ იტყვის, მოსისხლე მტრის მიმართაც კი. გაბუნია დაბადებით მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია. შეურაცხყოფა არ მიაყენეს რუსეთის პრეზიდენტს, არამედ მთლიანად რუს ხალხს და რუსეთის თითოეულ მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ ოფიციალური და საჯარო ბოდიში უნდა მოუხადონ რუსეთის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციას“, – წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, კადიროვი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოწოდებით გამოვიდა.
„ჩვენ მუდმივად ვერ დავიჭერთ თავს ისე, თითქოს ვერ ვამჩნევთ საქართველოს მხრიდან გამოკვეთილად მტრულ გამოხტომებს. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება ქართველებს - რუსეთის მოქალაქეებს. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხტომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა. ტელეარხის ხელმძღვანელობას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვა. ამიტომ მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც ზედმიწევნით დაგეგმილი საზიზღარი აქცია საქართველოს მხრიდან, თუ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს გამოძიება“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
ამ თემაზე:
არსად გემალები, თბილისში ვცხოვრობ – დავით უსუფაშვილი კადიროვის მუქარას პასუხობს