weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არსად გემალები, თბილისში ვცხოვრობ – დავით უსუფაშვილი კადიროვის მუქარას პასუხობს

11:48 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ეხმაურება ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ქართველი ხალხის სირცხვილია და მისი განცხადებების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ.

საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი.

არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ“, – წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიამ რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მიაყენა შეურაცხყოფა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. მისივე თქმით, გაბუნია უნდა დაიმალოს, რადგან „მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდაა, რომელიც დიდ პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს“ და გაბუნიას „პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]